დიდი ტრაგედია – ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა


image

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უმძიმესი დანაკლისი განიცადა – 84 წლის ასაკში ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და ა.ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბატონი ოთარ ბაღათურია.

მისი ცხოვრება და საქმიანობა 60 წელზე მეტია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს თეატრთან. ის იყო ამ დასის ერთ-ერთი გამოღცეული არტისტი. მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში “პრინცესა ტურანდოტი”, “მოკვეთილი”, “კიკვიძე”, “მე ვხედავ მზეს”, “რღვევა”, “ქამუშაძის გაჭირვება”, “შეაჩერეთ მალახოვი”, “ბედნიერი ბილეთი”, “კუკარაჩა”, “ჩვენებურები” და მრავალი სხვა თეატრის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.

ოთარ ბაღათურიას დადგმები “დარისპანის გასაჭირი”, “ავი ლომი”, “სათაგური”, “ღამის ამბავი”, “ბანკეტი”, “წითელქუდა”, “იავნანამ რა ჰქმნა” და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა თეატრის რეპერტუარში.

ჩვენს თეატრში დაიბადა დრამატურგი ოთარ ბაღათურიაც. მისი პიესების “ამიკო”, “მეფე ლირი თავშესაფარში”, “დედამიწა კი მიჰქრის” ავტორისეული დადგმით პირველი ჩვენება სწორედ ჩვენთან შედგა და შემდგომ არაერთ თეატრში განხორციელდა.

დიდია მისი ღვაწლი ქართული დუბლირებული ფილმებისა თუ მხატვრული ფილმების გახმოვანების საქმეში.

ოთარ ბაღათურია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, მუდამ ამაყობდა საკუთარი სტუდენტების წარმატებით.

წავიდა ჩვენგან არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომლის ვარსკვლავიც 2013 წელს გაიხსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ და რომლის სახელს ვერასდროს დაივიწყებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
ზოდიაქოს 3 ნიშანს, 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსურად გაუმართლებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
რეკლამა